ლარი კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0016 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7400 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.7384 ლარი ღირდა.
0.0105 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.0770 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0665 ლარი იყო.