ანდრია გვიდიანი „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს აფასებს

ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მიერ ტელეკომპანიის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ პურის ქარხანაში წილი 9%-ის ოდენობით. გაქვთ ეჭვი, რომ თქვენი პარტნიორი არასწორად მართავს ქარხანას – ფლანგავს ფულს, არ იხდის გადასახადებს და, მოკლედ, რაღაც ბოლომდე რიგზე არ არის.
თქვენ პარტნიორს სწერთ უამრავ წერილს – საქმის კურსში ჩამაყენე, კომპანიაში რა ხდებაო, რაზეც სრულ იგნორს იღებთ.
შემდეგ შეგაქვთ სარჩელი სასამართლოში და ამ დროს გამოდის თქვენი პარტნიორი ტელევიზიით და ამბობს, ივანიშვილს უნდა, მთელი ქვეყანა პურის გარეშე დატოვოსო; ხელისუფლება გვებრძვის, თორემ ეს 9%-ის მფლობელი ვინააო; თუ ასე არ არის, წამო, საერთაშორისო არბიტრაჟში ვიდავოთო.
თქვენ ეუბნებით, კი ბატონო, წავიდეთ, სადაც შენთვის კომფორტული იქნებაო, მათ შორის – ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟშიო.
შემდეგ კიდევ რთავ ტელევიზორს და ჰოი, საოცრებავ – ტელეეთერში წამოჭიმული არიან ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გუგავა, თაკო ჩარკვიანი, ნინო ჯანგირაშვილი, ვიღაც სალაძე და კიდე ერთი 100 კაცი… სხედან და ყველა ამბობს, ივანიშვილი თავისი სისხლიანი ხელებით უპუროდ ტოვებს ქვეყანასო…
P.S. რას ფიქრობთ, კომედიის სცენარად გამოდგება?“, – წერს ანდრია გვიდიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები