რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა 

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის დროს, სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი  გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტობუსში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ცნობით, სამგზავრო ავტობუსი თურქული სანომრე ნიშნებით თურქეთიდან თბილისის მიმართულებით მოდიოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები