ლევან დავითაშვილი დევიდ მიშოს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის წყლის მიმართულების მენეჯერს, დევიდ მიშოს შეხვდა, სადაც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც წყლებზე მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებს განახორციელოს.
ასევე, აღინიშნა, რომ 8 მაისს ინტერსექტორული შეხვედრა გაიმართება, სადაც განიხილავენ იმ პრიორიტეტული წყალსაცავების მშენებლობის პროექტებს, რომლებიც არამხოლოდ საირიგაციო ფუნქციის შემსრულებელი იქნება, არამედ მოემსახურება ქვეყნის ენერგეტიკულ მიზნებსაც.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი, მოადგილე – ხატია წილოსანი და სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები