ბათუმში, 23-ე სკოლასთან მდებარე სკვერში, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, 23- ე საჯარო სკოლასთან მდებარე სკვერში, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავი შეუძლოდ იგრძნო და გარდაიცვალა. აღსანიშნია, რომ გარდაცვლილთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელსაც, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. ის ბათუმის “მედცენტრში” გადაიყვანეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 60 წლის მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები