დავით სერგეენკო: პირველადი ჯანდაცვის განვითარება და გაძლიერება ზეპრიორიტეტული ამოცანაა ჩვენთვის

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით მოსარგებლეების რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე შესაძლებლობაა. ამის მიზეზი კი არის ის, რომ პაციენტებს ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ძალიან დეტალურად შევისწავლეთ ამ პროგრამის მიმდინარეობა და ერთი მთავარი სუსტი წერტილი დავინახეთ, რომ პაციენტებს ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ ინფორმაციას იღებენ, იღებენ ხოლმე ნაწილობრივ, რადგანაც სუსტი წერტილების დეტექციას რომ ვაკეთებდით, პაციენტი, რომელიც მიიღებს ექიმისგან ინფორმაციას, მიდის მერიაში და არა – სოციალური მომსახურების სააგენტოში, რადგან შეჩვეულია, რომ დახმარებას იქედან იღებს. ის ცალკე სახელმწიფო პროგრამაა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ, ეს ცალკე სახელმწიფო პროგრამაა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს. არასრული ინფორმაცია მიდის პაციენტამდე. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამ პროგრამის მომხმარებლების რაოდენობა – პროექტის ბენეფიციარების, მოსარგებლეებისა ბევრად ნაკლებია, ვიდრე შესაძლებლობაა. ამიტომ თქვენი ჩართულობა არის კრიტიკული ამ ყველაფერში. ჩვენ, როგორც ნახეთ, რაიონებისა და დაწესებულებების მიხედვით ვაკეთებთ მონიტორინგს – სად მეტი პაციენტია ჩართული – იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ორმხრივი და აქტიური გავხადოთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის შესახებ ორმხრივი მზაობა არსებობდეს.
„ზოგჯერ ექიმებისგან მომისმენია, რომ – ჩვენ ამდენი სამუშაო გვაქვს, მაღალი ხელფასი არ გვაქვს და, დავუშვათ, რატომ უნდა შევიწუხო თავი, რომ პაციენტს ავუხსნა ამ პროგრამის შესახებ, სახელმწიფო რას მაძლევს ამის სანაცვლოდო. სამწუხაროდ, ერთეულ შემთხვევებში, მაგრამ გამიგია ხოლმე ასეთი დამოკიდებულება. მემგონი, ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება, მაგრამ ხაზს გავუსვამ ცალსახად, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარება და გაძლიერება ზეპრიორიტეტული ამოცანაა ჩვენთვის. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ორმხრივი მზაობა, უნდა დავინახოთ თვითონ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისგან მზაობა იმისათვის, რომ უფრო გააქტიურდნენ და უფრო მეტი შვება მისცენ თავიანთ პაციენტებს, თუნდაც, აი, ამ პროგრამის გამოყენებით”,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები