საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტაილანდის დელეგაცია ეწვია

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით ტაილანდის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა – მარიამ ტურაშვილმა საჯარო რეესტრის მიღწევები, წარმატებული რეფორმები და ინოვაციური ტექნოლოგიიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები გააცნო.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს უძრავი ქონების რეგისტრაციაში “ბლოკჩეინის” ტექნოლოგიის დანერგვის პროექტი.
“საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში დაიწყო “ბლოკჩეინის” ტექნოლოგიის გამოყენება. “ბლოკჩეინში” ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა. სარეგისტრაციო პროცედურების სიმარტივემ და კორუფციის აღმოფხვრამ დელეგაციის წევრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია”, – აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ცნობით, ტაილანდიის დელეგაციის შემადგენლობაში როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები