ქედის მუნიციპალიტეტში მანქანა ხევში გადაიჩეხა – დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი

აჭარის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ავარია გუშინ საღამოს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ხევში გადაიჩეხა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები