“სარაჯიშვილზე” ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრი გარდაიცვალა

მეტროსადგურ “სარაჯიშვილზე” ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, მატარებელმა დროულად გაჩერება ვერ მოასწრო და მამაკაცს დაეჯახა.
აღნიშნული შემთხვევის გამო, მეტრო შეფერხებით მუშაობს. შემადგენლობა დიდუბიდან ახმეტელის მიმართულებით არ გადაადგილდება.
მომხდარის გამო, მეტროს პირველ ხაზზე ზონალური მოძრაობა ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მატარებელი ვარკეთილიდან დიდუბემდე მოძრაობს.​
​შემთხვევის ადგილას საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები