თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით
, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ), ალგეთის, სოღანლუღის, გორგასლის, ტაბახმელას, ხონელის, გრიშაშვილის, ხარფუხის, იაკობ ცურტაველისა და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გორგასლის, მეფე სოლომონ II, მთაწმინდის, ჭონქაძის, ბესიკის, მესხის, ყიფიანის, კაკაბაძისა და ვეძინის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონებისა და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემნა შენგელაიას, მამკოდის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ჯავახეთის, ხომლელის, თრიალეთის, კალოუბნისა და ბზითაგორის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგისა და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, საბურთალოს, შმიდტის, ქავთარაძისა და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეფხისტყაოსნის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, Xა, X კვარტლების, ლოტკინის მთის, უიარაღოს, წრომის, ძმობის, ნოსტეს, ხუდადოვის, ქებურიას, კახიანის, მიხეილ მესხის, ცოტნე დადიანის, კელაპტრიშვილის, სტურუას, უწერის, ბიჩინაშვილის, ურიდიას, ღუდუშაურის, ასათიანის, მიხეილ კეკელიძის, ინწკირველისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, გოგიძის, ბოხუას, ბერძენიშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, ტერევერკოს, პაპაშვილის, შალიკაშვილის, დისევის, ჭიაურელის, ჩაჩავასა და გვირილების ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საავიაციო ქარხნის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, ნიაბის, შილდის, მრევლიშვილის, მუჯირიშვილის, ბეღლეთის, კიკეთის, კაიშაურის, ბერი გაბრიელ სალოსის, ჯანელიძის, გეთიასა და არსენ იყალთოელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურთების დასახლების, ტაშირის, ქვალონის, სენაკის, ლებარდეს, ხონის, თეკლათის, გივიშვილის, ლაილაშის, ცაიშის, აბაშის, ჭალადიდის, დოდო აბაშიძის, მეორე ქვალონის, სალხინოს, ასხინის, ლანჩხუთის, ჯავახიშვილის, ტურგენევის, ჩიქობავასა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები