თამარ ხულორდავა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა პარლამენტის მოდელირების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. პარლამენტის მოდელირება ახალგაზრდებისთვის პარლამენტის და მისი საქმიანობის გაცნობის ინტერაქტიული შესაძლებლობაა და მას 9 მაისს Dem Lab-თან და UNDP-სთან თანამშრომლობით საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს პარლამენტის და კონკრეტულად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა გააცნო. თამარ ხულორდავამ ისაუბრა პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციებსა და მათი განხორციელების მექანიზმებზე. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე საპარლამენტო კონტროლის ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა მინისტრის საათი, ინტერპელაცია, საკომიტეტო მოკვლევა და სხვა საკითხები.

თამარ ხულორდავამ ისაუბრა ასოცირების შეთანხმების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებაზე.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ კომიტეტის თავმჯდომარისთვის. მათ ინტერესი გამოხატეს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევების, შრომის უფლებების დაცვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები