ინტელექტუალურ თამაშში საქართველოს პარლამენტის შესახებ 17 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ

საქართველოს 17 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“

თამაშის საპარლამენტო საქმიანობის საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და საკანონმდებლო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მიზნით გაიმარტა.

გამარჯვებული გუნდები საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში,ლუიზა ვინტონმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემდააჯილდოვეს.

ზვიად ძიძიგურმა მადლობა გადაუხადა თამაშის ორგანიზატორებს და გამარჯვება მიულოცა სტუდენტებს. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიყო. 17 უნივერსიტეტის ინტელექტუალურ ნაკრებებთან მიხვიდე და მიულოცო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მინდა კიდევ უფრო მეტი მიმდევარი ჰყავდეს ამ თამაშს საქართველოში“, – მიმართა სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

თამაშის განმავლობაში სტუდენტებს 30 შეკითხვა დაუსვეს, რომლებიც საქართველოსა და სხვა ქვეყნების პარლამენტებისშესახებ ისტორიულ ცნობებს და გამოჩენილ პარლამენტარებზე ზოგად ინფორმაციას მოიცავდა.

ღონისძიებას გაუძღვა პარლამენტის წევრი და „რა? სად? როდის?“ კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე. თამაშის მონაწილეებსღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ და ინფორმაციისთავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

„ჩვენს ქვეყანას დღეს ძალიან სჭირდება ძლიერი პარლამენტი, ხოლო პარლამენტი მაშინ არის ძლიერი, როცა იგი ღია, გახსნილი და ანგარიშვალდებულია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ სწორედ ასეთი გახდეს პარლამენტი, გაიზარდოს საზოგადოების ნდობა მის მიმართ, ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება პარლამენტთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ ახალგაზრდებს გაუჩნდეთ ინტერესი პარლამენტის მიმართ, ვატარებთ თამაშს „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა ინფორმაციის გასავრცელებლად იმისათვის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა ირინა ფრუიძემ.

როგორც ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, ძლიერი დემოკრატია საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს. , „საპარლამენტო საქმიანობაში ახალი თაობის ჩართულობა მეტ ნიჭიერ ახალგაზრდა ადამიანს მოიზიდავს დემოკრატიისფორმალურ პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს მათი ენერგიის გამოყენებას სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად“, – განაცხადა მან.

კარლო ნატალემ ხაზი გაუსვა მოქალაქეთა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მონაწილეობის მნიშვნელობას სრულფასოვანისაპარლამენტო დემოკრატიის მისაღწევად. „ევროკავშირი ხელს უწყობს საპარლამენტო რეფორმას საქართველოში და მხარს უჭერსახალგაზრდების მეტ ჩართულობას პარლამენტის საქმიანობაში“, – განაცხადა კარლო ნატალემ.

ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარალმენტი, ხოლო მხარდამჭერები – ევროკავშირი (EU) დაგაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიის ნაწილია,რომელსაც საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციისთავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით ახორციელებს.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს 15 უნივერსიტეტში პარლამენტის დღეები გაიმართება.

დისკუსიები, რომლებშიც სტუდენტები და უნივერსიტეტების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას, ეხება საქართველოს პარლამენტის ფუნქციებს და საქართველოს მიღწევებს საკანონმდებლო ღიაობის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები