ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ფაბლაბი ფიროსმანისადმი მიძღვნილი ციფრული პროდუქტის დემონსტრირებას მოაწყობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბში კონკურსის „კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” ფარგლებში თემატური შეხვედრა მოეწყობა.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიება, რომელიც ხვალ, 3 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით და სტუდენტური შემეცნებით იმართება.
მათივე ინფორმაციით, თემატურ შეხვედრაზე კრეათონის მონაწილე სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის კონცეფციასა და ტექნიკურ შესძლებლობებს, დაესწრებიან ფიროსმანის შემოქმედების თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტის პრეზენტაციას, ასევე, გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ფიროსმანის შემოქმედების ბაზაზე სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნის შესაძლებლობებს.
თემატური შეხვედრის დასასრულ, 18:30 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც კონკურსში მონაწილის სტატუსით არის ჩართული, სტუ-ის ფაბლაბთან ერთად, სპეციალურად ღონისძიებისადმი მიძღვნილი ციფრული პროდუქტის დემონსტრირებას მოაწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები