“ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ენერგომომარაგების წყვეტა სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიზეზით არ მომხდარა, – ამის შესახებ “ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.
“დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილსა და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების ნაწილს, დაახლოებით, 40 წუთია, არ მიეწოდება ელექტროენერგია. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ავარია არ მომხდარა, შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა.
ამჟამად, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა”, -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები