„ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამა გამოცხადდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 2020-2021 აკადემიური წლის “ფულბრაიტის” სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო.

აღნიშნული სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. “ფულბრაიტის” სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო და სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი.

„ფულბრაიტის“ სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს მთავრობა.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის – ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.

პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს “ფულბრაიტის” მიერ შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა.

აპლიკაციების მიღება ხორციელდება 2019 წლის 1-ელი აგვისტოს 18:00 საათამდე. განმცხადებლებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ “ფულბრაიტის” სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი.

დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია იხილეთ ბმულებზე: 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები