“ვითიბი ბანკის” თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით, 3, 4 და 5 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის იპოდრომზე (ლისის ტბა) მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი – VTB CUP 2019 გაიმართება.
შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება წინაღობათა გადალახვა. მონაწილეობას მიიღებენ მხედრები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, ირანიდან და სომხეთიდან.
ფინალური ეტაპი 5 მაისს გაიმართება. ტურნირზე დასწრება თავისუფალია.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია; მხარდამჭერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
#ვითიბიქართულიცხენოსნობისთვის

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები