საპენსიო დანაზოგს 1 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

ამ დროსათვის, საპენსიო სქემაში 761,454 დასაქმებული პირია ჩართული, აკუმულირებულია 200 მილიონი ლარი, დანაზოგს უკვე დაერიცხა სარგებელი 1 მილიონი ლარის ოდენობით – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საპენსიო სქემიდან მოქალაქეთა მხოლოდ 2% გავიდა.
თუმცა, საპენსიო სქემაში ჩართულია 50 000-ზე მეტი კომპანია.
“მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და ისინი, ძირითადად, საპენსიო სააგენტოს კონსულტაციისათვის მომართავენ. ადგილზე მოსული დასაქმებულების უმეტესი ნაწილი აზრს იცვლის, სქემაში დაბრუნების მსურველი საკმაოდ ბევრია. კანონი გვაძლევს უფლებას, მსურველები ხელმეორედ გავაწევრიანოთ იმისათვის, რომ მოქალაქეებს სრულფასოვანი დანაზოგის გაკეთების შანსი მიეცეთ. საპენსიო სქემაში ხელმეორედ გასაწევრიანებლად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ დამსაქმებელი ორგანიზაციის ბუღალტერს. თუ მოქალაქე სქემიდან გასვლიდან თანხის დაბრუნებამდე მოისურვებს საპენსიო სქემაში ჩართვას, სააგენტოს ფილიალს უნდა მიმართოს გასვლის განცხადების გაუქმების მოთხოვნით”, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები