საგარეო უწყება: ინფორმაცია, თითქოს, ქართულ მხარეს უარი ეთქვა პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე, სიცრუეა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ქართულ მხარეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ვიზიტის განხორციელებაზე დიპლომატიური არხებით მუშაობა დაწყებულია.
„ინფორმაცია, თითქოს, ქართულ მხარეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე აშშ-ში, არ შეესაბამება სიმართლეს. პრეზიდენტის ვიზიტის განხორციელებაზე დიპლომატიური არხებით მუშაობა დაწყებულია. ვიზიტის თარიღებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. დეტალები მოგვიანებით დაკონკრეტება, რის შესახებაც საზოგადოებას ეცნობება“, – განუცხადეს “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.