გიორგი გახარია საგზაო უსაფრთხოებაზე: კამპანიაში “მეტი სიცოცხლისთვის” სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, რომელმაც პასუხისმგებლობა სრულად გაიაზრა

“ყოველ წელს, ჩვენს ქუჩებში ასობით ადამიანს ვკარგავთ, 2018 წელს 500-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ, ამიტომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საგზაო უსაფრთხოებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის” მიმართულია იქით, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხდეს.
„საგზაო უსაფრთხოების ნაწილში, მარტივად მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. ასობით ადამიანს ყოველ წელს ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქუჩებში და 2018 წელს დავკარგეთ 500-ზე მეტი ადამიანი, ამიტომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აქ თქვენი მხადაჭერის იმედი გვაქვს არამხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების, არამედ – იმ კამპანიის ნაწილშიც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო. კამპანიას „მეტი სიცოცხლისთვის” ჰქვია და მასში სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ერთვება სხვადასხვა ფორმით, რომელმაც სრულად გაიაზრა პასუხისმგებლობა და ამ რაღაც გაურკვეველი პროტესტული ესთეტიკის მაგივრად ერთვება იმ კამპანიაში, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს და რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები