რატი იონათამიშვილი: გიორგი გოგლიჩიძე არის უაღრესად სამართლიანი ადამიანი, მას შეუძლია, ყველაზე ახლოს იყოს ხალხთან

ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში სადგური სვირის, აჯამეთსა და ცხენთაროს მოსახლეობას შეხვდა. ცხენთაწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრაზე გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად დეპუტატები: შალვა კიკნაველიძე, რატი იონათამიშვილი და ვანო ზარდიაშვილი იმყოფებოდნენ. მათ იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტულია. დეპუტატებმა მმართველი გუნდის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძეს შესახებაც ისაუბრეს.
,,გიორგი გოგლიჩიძე არის უაღრესად სამართლიანი ადამიანი. მას შეუძლია. ყველაზე ახლოს იყოს ხალხთან. თქვენთან ერთად ის ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს’, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები