ზუგდიდის პროკურატურასთან ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.
ამ წუთებში, დგებუაძის მამა და მისი ოჯახის სხვა წევრები პროკურორ დავით სალიას ხვდებიან.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა რამდენიმეჯერ სცადეს პროკურატურის შენობაში შეჭრა.
ცნობისთვის, დგებუაძის ახლობლებმა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია 13 და 14 აპრილსაც გამართეს. მაშინ ისინი აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი მონაწილის გათავისუფლების პირობით დაიშალნენ.
შეგახსენებთ, ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა, მას 4 ტყვია მოხვდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ბესიკ დგებუაძე დაპატიმრებულია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზღახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 370-ე მუხლით, რაც სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.