ხმაურიანი აქცია ზუგდიდის პროკურატურასთან – ბესიკ დგებუაძის ოჯახი და ახლობლები პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ
ზუგდიდის პროკურატურასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი პროკურორ დავით სალიასთან შეხვედრასა და ბესიკ დგებუაძის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ამ წუთებში, აქციის მონაწილეები სამხარეო სამმართველოსკენ მიემართებიან. ბესიკ დგებუაძის პატიმრობაში დარჩენის შემთხვევაში კი ზუგდიდში შუალედური არჩევნების ჩაშით იმუქრებიან.
ცნობისთვის, დგებუაძის ახლობლებმა მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია 13 და 14 აპრილსაც გამართეს. მაშინ ისინი აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი მონაწილის გათავისუფლების პირობით დაიშალნენ.
შეგახსენებთ, ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა, მას 4 ტყვია მოხვდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ბესიკ დგებუაძე დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზღახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 370-ე მუხლით, რაც სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.