ჩხოროწყუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ჩხოროწყუში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ჭერში ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ცნობით, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. როგორც ცნობილია, მაშველებმა სახლიდან ნივთების გარკვეული ნაწილის გამოტანა მოახერხეს.
რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები