საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას განახორციელებს. ამის შესახებ „კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ ქუჩებზე: ზუგდიდის თამარ მეფის ქუჩის 2.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც სამუშაოები მაისში დაიწყება და 5 თვეში დასრულდება და პროექტის ღირებულება 5 373 373 ლარია; ასევე, თაბუკაშვილის ქუჩის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია – სამუშაოები მაისში დაიწყება და 5 თვეში დასრულდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 344 332 ლარია; სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე დაგეგმილია კოსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთზე, აღნიშნულ პროექტზე, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება. სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება 5 015 400 ლარია და მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„წლის განმავლობაში, ასევე, დაგეგმილია კიდევ 6 ქუჩის რეაბილიტაცია: ჯანაშიასა და ხელაიას ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ზვიად გამსახურდიას ქუჩის 1, 48 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ლაზის ქუჩის 2.08 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ჩიქობავას ქუჩის 1,65 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ბარამიას ქუჩის 1,25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და ქობულეთის ქუჩის 0,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. ექვსივე გზის საპროექტო მომსახურებაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება. აღნიშნული გზების პროექტირება 5 თვეში დასრულდება, თუმცა ეტაპობრივად მოხდება ცალკეული გზების პროექტის მიღება და ასევე ეტაპობრივად გამოცხადდება აღნიშნული გზების რეაბილიტაციის ტენდერები.ზუგდიდის 9 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ობიექტზე მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 59.3 მლნ ლარია. 10 ობიექტზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 42.2 მლნ ლარია, ხოლო 17 ობიექტზე წლის განმავლობაში ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
დეპარტამენტის ცნობით, 2018 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთს რეგიონში 27 პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა 37 კმ-მდე გზა, ჯამური ღირებულებით 65 628 მლნ. ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები