ხულოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა (ფოტოკოლაჟი)

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. წიგნის დღესთან დაკავშირებით ხულოს კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ნადიმ ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ჯუმბერ დიმიტრაძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, დაბა ხულოს საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
„წიგნის დღესთან დაკავშირებით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს საჩუქრად და წიგნის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაბა ხულოს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს“, – აცხადებენ მერიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები