აჰმედ იმამკულიევი: სამწუხაროდ, მარნეულში, რაც გვქონდა ერთმანეთში მოლაპარაკებული, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს არ გაითვალისწინა

,,ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატმა, აჰმედ იმამკულიევმა, მაესტროს პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, რატომ ვერ შედგა მის პოლიტიკურ ჯგუფსა და მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია”- შორის შეთანხმება, რომ ამ რეგიონშიც ერთი კადიდატით ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი, იმამკულიევმა უპასუხა, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნულ რეგიონში ეს შეთანხმება არ შეასრულა.

,,სამწუხაროდ, მარნეულში, რაც გვქონდა ერთმანეთში მოლაპარაკებული, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ მოხდა ამის გათვალისწინება და დააყენეს კანდიდატურა. ეს არ შეგვიშლის ხელს გამარჯვებაში, რადგან რეგიონში ყოველთვის გვყავს ჩვენი ამომრჩეველი. როდესაც ვიყარე კენჭი, ყოველთვის გავიმარჯვე ,,ქართულ ოცნებასთან”, თუმცა მოსყიდვით და ფულით ხელისუფლებამ წაგვართვა ეს გამარჯვება. წელს კი ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს გამარჯვების მოპარვას,”- განაცხადა აჰმედ იმამკულიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები