,,ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატი: ჩვენი მიზანია მივიდეთ ყველა ოჯახში

ჩვენი მიზანია მივიდეთ ყველა ოჯახში – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, ტელეკომპანია ,,მაესტროს” ეთერში ისაუბრა.

,,მე არაერთხელ გავაჟღერე, რომ არ ვაპირებ კაბინეტში ჯდომას. მოსახლეობასთან ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი მარნეული. ჩემი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობის ჩართულობა, კომუნიკაცია და მარნეულის მერიის,როგორც სერვისის,  ეფექტურობის გაზრდა.  მარნეულის მუნიციპალიტეტი არის მრავალეროვანი, მრავალეთნიკური და რელიგიური ჯგუფებით დასახლებული, ამიტომაც უნდა გავაკეთოთ უველაფერი, რომ ყველა ჩვენი მოქალაქისთვის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი”, – აღნიშნა დარგალმა.

ზაურ დარგალმა კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მერად არჩევის შემდეგ მედიასთან და მოსახლეობასთან დეტალური კომუნიაკაცია ექნება პროექტების შესახებ.

,, მე მაქვს გეგმა, რომ მოსახლეობის მიღების სქემა შეიცვალოს. ადამიანი, რომელიც მერიაში შემოვა კითხვებით, ყველა კითხვაზე მიიღებს კვალიფიციურ პასუხს. კონკრეტულ პროექტს შემოგთავაზებთ, როცა უშუალოდ გავხდები მარნეულის მერი. მოსახლეობისთვის ყველაფერი, რაც ეხება მერიას, უნდა იყოს ხელმისაწვდომი,”- განაცხადა ზაურ დარგალმა.

მერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა, ახალგაზრდებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები