გიორგი შენგელია: 38 წელია ვცხოვრობ ზუგდიდში და კარგად ვიცი ყველა პრობლემა
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მოსახლეობის საჭიროებებს მოუსმინა.
,,მე 38 წელია ვცხოვრობ ზუგდიდში, ჩემს ოჯახთან ერთად, ძალიან კარგად ვიცნობ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, თითოეულ სოფელს და კარგად მესმის ჩვენი მოსახლეობის რთული ცხოვრება და საჭიროებები. მე ვგრძნობ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ჩემი და თქვენი შვილების წინაშე, სწორედ ამიტომ, ჩემი მიზანია, რომ ქალაქს და მუნიციპალიტეტს ღირსეულად ვემსახურო უკეთესი მომავლისთვის” – განაცხადა გიორგი შენგელიამ.