იმერეთში, პროექტის – „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ფერმერებს კონსულტაციებს უწევენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის – „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ფერმერებს ვეტერინარიის, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, მცენარეთა დაცვისა და თხილის ბაღების გაშენების მიმართულებებით კონსულტაციები გაეწიათ.
პროექტის ფარგლებში, შეხვედრები ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებსა და 11 სოფელში უკვე გაიმართა. 2
„3-დან 25 აპრილის ჩათვლით, შეხვედრები ბაღდათის, ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში (ვარციხე, დიმი, ძულუხი, დიხაშხო, ჭყვიში, მელაური, გომმუხაყრუა, ქორეისუბანი) მიმდინარეობს. აღსანიშნია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა 2019 წელს კახეთის, გურიის, შიდა ქართლის, სამეგრელოსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 73 სოფელში 4000-მდე ფერმერს კონსულტაციები უკვე გაუწიეს“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.