გიორგი გოგლიჩიძე: თქვენ ქმნით დოვლათს ამ ქვეყანაში და თქვენ იმსახურებთ, გქონდეთ გზა, წყალი და ბუნებრივი აირი
ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. გიორგი გოგლიჩიძე დღეს სოფელ ქვედა საქარაში იმყოფებოდა და ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა.
,,პრიორიტეტის განსაზღვრაში თქვენ უნდა დამეხმაროთ. თქვენ ქმნით დოვლათს ამ ქვეყანაში და იმსახურებთ, გქონდეთ გზა, წყალი და ბუნებრივი აირი. დაგეგმარებაში თქვენი მონაწილეობა ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ კონკრეტულ გეგმებზე და არა – დაპირებებზე. იმედი მაქვს ხალხის მხარდაჭერისა, რაც N 41-ის მხარდაჭერაში გამოიხატება”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.