შსს ბათუმში 20 აპრილს ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში 20 აპრილს ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მარათონ THE GREAT BATUMI RACE-თან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20 აპრილს ბათუმში, 19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ან აიკრძალება.
კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება:
– შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე -იუსტიციის სახლიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის კვეთამდე;
– იუსტიციის სახლიდან – რუსთაველი-კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:
– კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე -რუსთაველის გამზირის კვეთიდან მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთამდე;
– მემედ აბაშიძის ქუჩაზე -კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე;
– დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე;
– ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე;
– ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთიდან ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთამდე;
– ნოდარ იმნაძის ქუჩაზე – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;
– კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე – ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე;
– მერაბ კოსტავას ქუჩაზე – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;
– ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე – მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთიდან ვალენბერგის ქუჩის კვეთამდე;
– ვალენბერგის ქუჩაზე – ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე;
– იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე – საბაგიროდან იახტ კლუბის შესახვევამდე“,- აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით, ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები