თბილისში, უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით, სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართება

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით, სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართება. სიმპოზიუმი ხვალ, 13 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება.
სიმპოზიუმზე საუბარი შეეხება მედიცინაში თანამედროვე სიახლეებს, ასევე, საუბარი იქნება ბიორეგულაციური მედიცინის მიდგომებისა და მისი შესაძლებლობების შესახებ თერაპიულ პრაქტიკაში.
აღსანიშნია, რომ სიმპოზიუმს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დარგის წამყვანი სპეციალისტები წარადგენენ.
ცნობისთვის, სიმპოზიუმი არის მასშტაბური ღონისძიება, სადაც მონაწილეობას, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, მიიღებს საქართველოში მოქმედი სამასამდე სხვადასხვა სპეციალისტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
სიმპოზიუმი საქართველოში ფარმაცევტული კომპანია „ბიომედიკას“ ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.
ღონისძიებას, ასევე, დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა ბონის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი – ულრიკე კაიმი, რომელიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები