ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცეპრეზიდენტს, ვიჯაი აიერს (Vijay Iyer) შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს მონაწილეობით გახორციელებულ პროექტებსა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივას შეეხო.
„გვქონდა ძალიან პროდუქტიული დიალოგი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და მის გუნდთან. ჩვენ მოუთმენლად ველით MIGA-ს პროდუქტების ფართოდ გამოყენებას, რათა საქართველომ ისარგებლოს კერძო ინვესტიციების მოზიდვით როგორც ინფრაქტრუქტურულ, ასევე – სხვადასხვა პროქტებში”, – აღნიშნა MIGA-ს ვიცეპრეზიდენტმა.
ცნობისთვის, MIGA მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და წევრ ქვეყნებში, მათ შორის – საქართველოში, საქმიანობას ახორციელებს. MIGA-ს მიერ რისკების დაზღვევის მექანიზმი, ერთი მხრივ, უცხოელი ინვესტორებისთვის აიაფებს კაპიტალზე წვდომას, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად ზრდის მათ დაინტერესებას, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში გახორციელებულ მსხვილ პროექტებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები