თელავში, ახალგაზრდა გოგომ დედა დანით დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია
სამართალდამცველებმა თელავში ახალგაზრდა გოგო დააკავეს, რომელმაც დედა დანით დაჭრა.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
დაშავებული ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას დაზიანება მხრის არეში აქვს მიღებული.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.