სასამართლომ ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა და პროკურორისა და მოსამართლის მხრიდან დასმულ კითხვებს არ უპასუხა.
“მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მოსაზრებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და შმაგი დოლიძეს შეფარდებული აქვს პატიმრობა”, – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა. წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 17 მაისს ჩაინიშნა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ ხაშურის ერთ-ერთ სილამაზის სალონში თავის მეუღლეს დანით მრავლობით დაზიანებები მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, 33 წლის ქალს 6 ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. მე­დი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ახალ­გაზ­რდა ქალს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნო. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები