ირაკლი კობახიძე: არაერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ეუთოსთან თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდება

„არაერთხელ გამოვხატეთ იმის მზადყოფნა, რომ ეუთოსთან თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდება ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე ვიზრუნებთ პრაქტიკაში არსებული ხარვეზების დაძლევაზე”, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, იყო თუ არა მითითება ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, რომ არჩევნებთან მიმართებით ეუთოს დასკვნით ეხელმძღვანელათ.
„ერთ-ერთმა ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ დასვა საკითხი არჩევნებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენმა მეგობარმა გასცა ძალიან დიპლომატიური პასუხი. რა თქმა უნდა, ზოგადად, ეუთოს დასკვნა და რეკომენდაციები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ მათთან კონსულტაციების, თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდება ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში; ასევე, ვიზრუნებთ პრაქტიკაში არსებული ხარვეზების დაძლევაზე. უკვე ვთქვი ერთხელ და კიდევ გავიმეორებ – არავის მოგვეწონა ის, თუ რა გარემოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს ბევრად უკეთესი და ამაზე უნდა ვიზრუნოთ, როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესების გზით, ასევე – პრაქტიკაში არსებული გამოვლენილი ხარვეზების დაძლევის კუთხით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები