ავიაკომპანია Myway Airlines-ი, ჟუკოვსკის მიმართულებით, ფრენებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი თბილისსა და ჟუკოვსკის აეროპორტებს შორის რეგულარულ რეისებს გაახორციელებს. ფრენები მიმდინარე წლის 26 აპრილიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე შესრულდება.
„პირდაპირი ფრენები, თავდაპირველად, კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი და კვირა) გახორციელდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან 9 სექტემბრამდე ავიაკომპანია კიდევ ერთ სიხშირეს (ორშაბათი) დაამატებს და რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. ფრენები Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით გახორციელდება“,- აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
სააგენტოს მიერ Myway Airlines-ს თბილისი-ჟუკოვსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 21 მარტს მიენიჭა.
ცნობისთვის, ავიაკომპანია Myway Airlines-მა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი 2018 წლის იანვარში აიღო, ხოლო რეგულარული საავიაციო მიმოსვლა ამავე წლის ივნისიდან დაიწყო. Myway Airlines-ის საკუთრებაში ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება და, ამ ეტაპზე, რეგულარულ რეისებს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები