თბილისში, „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლთან, 5 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
თბილისში, „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლთან, 5 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა დაზიანებები მიიღო, და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.