ქუთაისში, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული მ.წ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მ.წ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა განახორციელეს.
პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი