გიორგი გახარია ია კერზაიას საქმეზე – იმ სულისკვეთებაში, რომ ეს საქმე არის სწრაფად გამოსაძიებელი, გიერთდებით
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი.
,,განათლების მინისტრის ერთხელ, ორჯერ გამოცხადდა პარლამენტში და უპასუხა კითხვებს. შემდგომ პროკურატურაში საქმე აღიძრა და მე როგორც ვიცი, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც მოქალაქეს მქონდა ინტერესი იმ ტრაგედიასთან, რაც მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს საკმაოდ დინამიკურად და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ვიცი, რომ ია კერზაიას შვილი იყო დაკითხული და სრულად არის ჩართული ამ პროცესში. მე რაც შემიძლია გითხრათ, იმ სულისკვეთებაში, რომ ეს საქმე არის სწრაფად გამოსაძიებელი, გიერთდებით. ყველას ინტერესშია ეს და ეს საქმე არის დასახური. როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ჩათვალეთ, რომ თქვენთან ერთად ვარ და როგორც რიგითი, მოქალაქე დავინტერესდები ამ საქმის გამოძიებით,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა.