რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხვალ სასტუმრო ,,რუმსში” ღია კარის დღეს მართავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, სოფელ ველისციხეში, უშგულის თემის სოფლებში – ჩვიბიანსა და ჟიბიანში, დაბა მესტიის ლაღამისუბანში, საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების გასაცნობად, ხვალ 18 მარტს, 12 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში” ღია კარის დღეს მართავს.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, ღია კარის დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები