ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში 10 მარტს რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე სენაკის საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს.

გარდაცვლილს პარაკლისი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაუხადეს. ოჯახს ხელისუფლების, ოპოზიციისა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

ირაკლი კვარაცხელია ხურჩა-ნაბაკევის გამყოფ ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 10 მარტს დააკავეს, ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, პირველად 12 მარტს, ღამით გავრცელდა.
საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

13 მარტს, მას შემდეგ რაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები სოხუმში შეხვდნენ, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ენგურის ხიდზე ქართულ მხარეს გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები