საქართველოს რკინიგზა ქუთაისში მატარებლის რელსებიდან გადასვლის შესახებ განცხადებას აკეთებს

საქართველოს რკინიგზა ქუთაისში, ბათუმის მიმართულებით მიმავალი მატარებლის რესლებიდან გადასვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

,,დღეს, საღამოს, 17 სთ:50 წთ ელექტრომატარებელი #683 ქუთაისი-ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები