მეხანძრე-მაშველი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, დაკრძალეს

მეხანძრე-მაშველი ლევან ოღაძე, რომელიც 12 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მშობლიურ სოფელში დღეს დაკრძალეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, გარდაცვლილი მაშველის პატივის მისაგებად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ. ​
საპატიო ყარაულის ჩოხოსნებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა გარდაცვლილი ლევან ოღაძის ოჯახის წევრებს გადასცეს. საპატიო ყარაულმა მეხანძრე-მაშველის ხსოვნას საგანგებო ზალპით, პატივი მიაგო.
ლევან ოღაძე 34 წლის იყო. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, ლევან ოღაძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები