ორთაჭალაში 3 მუშა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა, ერთი ადგილზევე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ორთაჭალაში. მშენებარე კორპუსიდან, სამი მუშა გადმოვარდა ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში გარე ფასადის სამუშაოებს ასრულებდნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ “ამტელ ჰოსპიტალში” გადაიყვანა.
ამ წუთებში საცხოვრებელი კორპუსის წინ ამწის დემონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები