ქეთევან ციხელაშვილი: ოკუპაციის პირობებში, დაძაბულობა და პანიკა მიუღებელია. როგორც ჩანს გუშინ, ამასთან გვქონდა საქმე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მძიმე ოკუპაციის პირობებში, დამატებითი დაძაბულობა და პანიკა მიუღებელია. მისივე განცხადებით, ყველას ვალდებულებაა, რომ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა და სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
„კიდევ ერთხელ, მაქსიმალური პასუხისმგებლობისა და სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ ყველას. ცხადია, პირველ რიგში, ეს ჩვენი ხელისუფლების მოვალეობაა, მაგრამ ასევე, არც პოლიტიკოსები, არც აქტივისტები, არც მედია, ბუნებრივია, ამ ვალდებულებისგან გათავისუფლებული არ არიან. საქმე ეხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებას, ხურავალეთის მოსახლეობას. როდესაც ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან მძიმე მოცემულობა ოკუპაციის – ეს ხომ არცაა ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენა, რომლითაც გვინდა, ვიცხოვროთ და რომელსაც შევეგუებით – ამ პირობებში, კიდევ დამატებით გარკვეული პროვოცირება დაძაბულობის, პანიკის აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია და გუშინ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები