დავით ქაცარავამ ხურვალეთი დატოვა

სამოქალაქო აქტივისტებმა სოფელი ხურვალეთის შესასვლელი დატოვეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის – “ძალა ერთობაშია” აქტივისტი დავით ქაცარავა ახალ მოთხოვნას აყენებს.
როგორც დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან, სამართალდამცველების 24 – საათიან რეჟიმში პატრულირებას ითხოვენ.
„ჩვენ აქედან მივდივართ, მაგრამ ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ პოლიცია 24-საათიან რეჟიმში პატრულირებდეს ბაღებში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას, რასაც 21 თვის განმავლობაში ვაწარმოებთ საოკუპაციო ხაზთან”, – განაცხადა ქაცარავამ.
სამოქალაქო აქტივისტები ახლა სოფელ ატოცისკენ მიემართებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები