ხურვალეთის მოსახლეობა აქტივისტებს ხმაურით შეხვდა – „დაგვანებეთ თავი!“

„დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ”, – ამ სიტყვებით მიმართა ხურვალეთის მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტებს.

“მავთულხლართებთან იდგნენ, არ გადმოსულან, მე არ მინახავს ისინი. ჩვენი ბაღია, მე არ გავრბივარ და თქვენ სად გარბიხართ? დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ”, – ამ სიტყვებით შეხვდა ხურვალეთის მცხოვრებთა ნაწილი აქტივისტებს.

ადგილობრივი მოსახლეობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების შესვლას ხმაურით შეხვდა. ისინი სამართალდამცავებმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს შეიყვანეს. მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს დავით ხუროშვილისა და გია ბატონისაშვილის ბაღები დაათვალიერებინეს. სამხედროფორმიანების სწორედ აღნიშნულ ბაღებთან გამოჩენის შესახებ საუბრობდნენ გუშინ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. იგი მოსახლეობას და მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებდა, ხურვალეთში ჩასულიყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები