ლუდა სალია: ქართულმა პოლიციამ და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთეს, რომ ხურვალეთი რუს ოკუპანტს არ დაეკავებინა

“ქართულმა პოლიციამ და სახელმწიფომ გუშინ ყველაფერი გააკეთეს, რომ ხურვალეთი რუს ოკუპანტს არ დაეკავებინა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელი ლუდა სალია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„გუშინ ქართულმა პოლიციამ და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთეს, რომ ხურვალეთი არ დაეკავებინა რუს ოკუპანტს. იყო ვნებათაღელვაც, შიშიც, შეხლა-შემოხლაც, მაგრამ შედეგი დადგა. ოკუპანტმა დატოვა გუშინ საღამოს დაკავებული ტერიტორია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს ლუდა სალია.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. იგი მოსახლეობას და მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებდა, ხურვალეთში ჩასულიყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები