ანონსი: 30 იანვარი

ხვალ, 30 იანვარს, 11:00 საათზე, მცხეთში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდებიან. თემა: მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია. საკონტაქტო პირი: სოფო მდინარაძე 577 58 50 58; ნათია ნიკოლაიშვილი 577 08 08 36.[divider] Insert you content here [/divider]

ხვალ, 30 იანვარს, 11:00 საათზე, დმანისში, სოფელ ჯავახში, ასოციაცია „ლორეს“ ოფისში, ხოლო 14 საათზე ბოლნისში, სოფელ ნახიდურის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმების მოსახლეობასთან შეხვედრა/განხილვა გაიმართება.[divider] Insert you content here [/divider]

ხვალ, 30 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.[divider] Insert you content here [/divider]

ხვალ, 30 იანვარს, 13:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ”, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამუშაო სხდომაზე საქართველოს 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის პროექტი (ANP) განიხილება.[divider] Insert you content here [/divider]

ხვალ, 30 იანვარს, 13:00 საათზე, „რედისონის” საკონფერენციო დარბაზში, ფონდი “ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ”, საერთაშორისო კოსმეტიკური კომპანია “ეივონი” და მარტინ დ. აბელოფის – კიბოს კვლევის ცენტრი ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის – ულტრანათამედროვე ციფრული მამოგრაფული აპარატის პრეზენტაციას გამართავს.[divider] Insert you content here [/divider]

ხვალ, 30 იანვარს, 14:00 საათზე, გორში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია შიდა ქართლის მხარის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდებიან. თემა: მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია. საკონტაქტო პირი: სოფო მდინარაძე: 577 58 50 58; ნათია ნიკოლაიშვილი: 577 08 08 36.[divider] Insert you content here [/divider]

ხვალ, 30 იანვარს, 14:00 საათზე, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრში (IССN) ცენტრის ექსპერტები და კავშირი – „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები“ მდინარე ენგურზე მდებარე ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი პროექტის იდეის განხორციელების შესახებ განცხადებას გააკეთებენ. კონტაქტი: T: +995 032 2923 920; +995 0 32 2999 987; E-mail: iccn@iccn.ge კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) მის.: ივ.მაჩაბლის ქუჩა 5.[divider] Insert you content here [/divider]

ხვალ, 30 იანვარს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ფილმის “დაკარგული ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართება.[divider] Insert you content here [/divider]

ხვალ, 30 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში, სერვისების განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. თემა: სოფლებში ინგლისური ენის დისტანციური სწავლების კურსი კვლავ გაგრძელდება.[divider] Insert you content here [/divider]

ხვალ, 30 იანვარს, 19:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპეკტაკლი „ბერნარდა ალბას სახლი“ გაიმართება.[divider] Insert you content here [/divider]

ხვალ, 30 იანვარს, 19:05 საათზე, ბათუმის დარამატულ თეატრში მარკ კამოლეტის პიესის მიხედვით დადგმული კომედიური სპეკტაკლი გაიმართება.[divider] Insert you content here [/divider]

ხვალ, 30 იანვარს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში სპეკტაკლი „ჰამლეტი“ გაიმართება.[divider] Insert you content here [/divider]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები